ვაცხადებთ ჩვენს პროექტში, „ხსოვნების ხიდი“, მონაწილეების მიღებას. კერძოდ, ჩვენი მულტიმედიური არქივისა და ბერლინში არსებული გამოფენის განვითარებაში მონაწილეობისთვის. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 14 მაისი 2023.
პროექტის ზოგადი მიზანია კრიტიკულად შეისწავლოს, თუ როგორ ახსოვს მეორე მსოფლიო ომი, ნაციონალ-სოციალიზმი და მის წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა რეგიონებსა და სხვადასხვა ჯგუფში. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ასევე ვიძიებთ კავშირებს მიმდინარე ომსა და მეორე მსოფლიო ომის ისტორიულ მოვლენებს შორის.
ჩვენი პროექტის ფარგლებში ვაქვეყნებთ მულტიმედია არქივს და ვატარებთ გამოფენას ბერლინში, რომელიც ეხება სხვადასხვა ნარატივებსა და კითხვებს მეორე მსოფლიო ომის გახსენების თემაზე. ამისათვის ჩვენ უკვე შევაგროვეთ არაერთი ტიპის მასალა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მედია არქივში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა მეთოდოლოგიისა და მიდგომის ჩვენება. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ბროშურა, ხმოვანი პეიზაჟები, საგანმანათლებლო ვიდეო თამაშები, ტექსტები უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ და აუდიო მასალები.
ამჯერად ჩვენ ვეძებთ მასალას ამ 5 კონკრეტულ თემაზე:
- პორაჟმოსის მსხვერპლთა ხსოვნა
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხსოვნა
- ებრაელთა ხსოვნის კულტურა
- „ქვიარ“ ხსოვნის კულტურა
- მიმდინარე ისტორიული ნარატივები რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ანტიეროვნული და სოლიდარული პერსპექტივა, მასალა, რომელიც ამ პერსპექტივიდან არ მეტყველებს, არ განიხილება. თემატურად, მაგალითად, ვეძებთ მასალას, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება მემორიალური სამუშაოები სხვადასხვა ჯგუფებში.
მედიუმი: ტექსტი, ვიდეო, ხმა, ნახატები, სპექტაკლები (ყველაფერი შესაძლებელია).
იდეალური იქნებოდა მასალის გამოყენება როგორც ჩვენი მულტიმედიური ვებსაიტისთვის, ასევე ბერლინის გამოფენისთვის, თუმცა მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთისთვის. ამ მასალას რა თქმა უნდა აქვს ფინანსური ღირებულება და შესაბამისად გთხოვთ, რომ ასევე მიუთითოთ მასალის ღირებულება. ჩვენი ფასების დიაპაზონი 150 ევროდან მაქსიმუმ 800 ევრომდე არის. ასევე გთხოვთ რომ მიუთითოთ თქვენი სამუშაოს სავარაუდო ოდენობა. ასევე მიუთითეთ დამატებითი მასალები და ხარჯები, რომლებიც გჭირდებათ განხორციელებისთვის.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 07.05.2023წ
აპლიკაცია უნდა იყოს 200-500 სიტყვა.
მოგვწერეთ: remembrance@educat-kollektiv.org
შენატანების მიღების ბოლო ვადა: 30.08.2023
პროექტის ენა არის ინგლისური, სხვა ენებზე გამოგზავნილი მასალა ჩვენ მიერ გადაითარგმნება.